ქართული ოცნება

ხუხაშვილი: ხეპრე ღარიბაშვილის ფონზე კვირიკაშვილი მნიშვნელოვან მოღვაწედ გამოჩნდა

ღარიბაშვილი იყო იმდენად ხეპრე, რომ მის ფონზე კვირიკაშვილი გამოჩნდა ლამის ძალიან დიდ და მნიშვნელოვან მოღვაწედ. ადამიანები გადაღლილი იყვნენ ღარიბაშვილის მუდმივი აგრესიით და ამ ფონზე გარკვეული შვება მიეცა საზოგადოებას და კვირიკაშვილი მართლაც კარგად გამოიყურებოდა. კვირიკაშვილი ნამდვილად არ არის ცუდი ადამიანი, თუმცა მისი მთავარი მინუსია, რომ მას არათუ არ შეუძლია ძალაუფლების ხელში აღება, არამედ მან არც კი იცის სად დევს ძალაუფლება, რომ შემთხვევით მაინც ჩაიაროს და მას ხელი მოჰკიდოს. მას ხანმოკლე ეფექტი ჰქონდა. თუ რამე ეფექტი იყო მან უკვე გაიარა. კვირიკაშვილი ყველას ყველაფერზე ეთანხმება. ეს ადამიანი დღესაც ცდილობს, რომ ნაკლებად კონფლიქტური იყოს. თუმცა ოცნების ერთი ნაწილი მუდმივად საუბრობს ცხრა წლიან მმართველობაზე და მუდმივად კონფრონტაციულია მეორე კი პირიქით და კვირიკაშვილი აქ კატა ლეოპოლდივით ყველას მშვიდობისკენ მოუწოდებს. და მე არ მინდა, რომ კვირიკაშვილი ასეთივე მულტფილმის გმირს დაემსგავსოს. 

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი კვირიკაშვილის ეფექტზე.

კომენტარები