აჭარის მთავრობა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

აჭარის უმაღლესმა საბჭომ, 12 ხმით 7-ის წინააღმდეგ, აჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე გახდა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - რამაზ ბოლქვაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - გია თავამაიშვილი, ხოლო აჭარის ჯანდაცვის მინისტრი - ნუგზარ სურმანიძე.

კენჭისყრა დახურულ ფორმატში გაიმართა. მასში მონაწილეობა დარბაზში მყოფი 20 დეპუტატიდან 19-მა მიიღო. რუსთავი 2-ის ცნობით, 12-მა დეპუტატმა ახალ შემადგენლობას მხარი დაუჭირა (5 - ქართული ოცნების დეპუტატი, 2 - დამოუკიდებელი დეპუტატი, 1 - კონსერვატორი, 1 - მრეწველი, 1 - რესპუბლიკელი, 1 - თავისუფალი დემოკრატი და 1- ეროვნული ფორუმის წევრი, 2 - დამოუკიდებელი დეპუტატი). აჭარის მთავრობის ამ შემადგენლობის დამტკიცების წინააღმდეგი იყო ნაციონალური მოძრაობის 7 დეპუტატი. 1-მა დამოუკიდებელმა დეპუტატმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

კომენტარები