გადატრიალების მცდელობა თურქეთში

თურქეთის პრემიერი: დაღუპულია 161 ადამიანი, დაშავდა 1440

ბინალი ილდირიმი
როიტერსი

თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა რამდენიმე წუთის წინ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, გადატრიალების მცდელობას 161 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 1440. ამ დროისთვის, დაკავებულია 2800-ზე მეტი სამხედრო.

აჯანყებულების მხრიდან 104 სამხედროა დაღუპული. შესაბამისად, მომხდარის მსხვერპლი ჯამში 265 ადამიანია.

ილდირიმის თქმით, აჯანყებულები მკაცრად დაისჯებიან. მან ასევე მოუწოდა მოსახლეობას, ხელისუფლებას მხარი თურქეთის ქუჩებში დაუჭირონ.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთის შეიარაღებული ძალების მოქმედი მთავარი გენერლის ოფისის თანამშრომლები აჯანყებულებს მძევლად ჰყავთ აყვანილი. თუმცა, ისინი მოლაპარაკებებს და "ჩაბარებას" ცდილობენ. პრეზიდენტის ოფისის თქმით, ეს ბოლო ადგილია, სადაც აჯანყებულები არიან.

ერდოღანმა გადატრიალების მოწყობაში პენსილვანიაში მცხოვრები ფეთულა გიულენი დაადანაშაულა, თუმცა, ამ უკანასკნელმა ბრალდება კატეგორიულად უარყო.

კომენტარები