გადატრიალების მცდელობა თურქეთში

თურქეთში 130-მდე მედია დახურეს

AFP

თურქული სამთავრობო მედია Anadolu-ს ცნობით, თურქეთის ხელისუფლებამ, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, დაახლოებით 130 მედიასაშუალების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორისაა 45 გაზეთი, 16 ტელეკომპანია და 3 საინფორმაციო სააგენტო.

Anadolu-ს ინფორმაციით, ხელისუფლებამ ასევე 1700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის, 87 გენერალი დაითხოვა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფქან ალამ აღნიშნა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაკავებულთა შორის 10 000-ზე მეტი სამხედრო პირია.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების მოწყობის მცდელობაში სასულიერო ლიდერ ფეთულა გიულენს ადანაშაულებს, რომელიც პენსილვანიაში ცხოვრობს. თავად გიულენი კი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

გადატრიალების მცდელობას 290 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - 104 თავად აჯანყებული.

კომენტარები