თურქეთის პროკურატურამ 42 ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცა.
აღნიშნულ სიაშია ცნობილი ჟურნალისტი ნაზლი ილიჯაქი, რომელიც სამთავრობო მედიასაშუალება Sabah Daily-დან 2013 წელს, კორუფციული სკანდალის გაშუქების გამო გაუშვეს.
ცნობისთვის, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-მა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილებს საპატიმროში „აწამებენ და არაადამიანურად ეპყრობიან".
გარდა ამისა, დღეს, ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა France 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ თუ თურქეთი სიკვდილით დასჯას აღადგენს, ევროკავშირი მასთან მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ შეწყვეტს. მისი თქმით, ევროკავშირში არ არის იმ ქვეყნის ადგილი, რომლის კანონმდებლობაშიც სიკვდილით დასჯა იარსებებს.