გადატრიალების მცდელობა თურქეთში

თურქეთში ყველა სამხედრო აკადემია დაიხურება

Reuters

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთში ყველა სამხედრო აკადემია დაიხურება. მისივე განცხადებით, სამხედრო აკადემიების ნაცვლად დაარსდება ნაციონალური სამხედრო უნივერსიტეტი, რომელიც ქვეყნის შეიარაღებული ძალების ნაწილი იქნება. თურქეთის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის გამო მიიღო.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის ხელისუფლება გადატრიალების მოწყობის მცდელობაში სასულიერო ლიდერ ფეთულა გიულენს ადანაშაულებს, რომელიც პენსილვანიაში ცხოვრობს. თავად გიულენი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

გადატრიალების მცდელობას 290 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის - 104 აჯანყებული.

მომხდარის შემდეგ თითქმის 50 000 ადამიანი დააკავეს, სამსახურიდან გაათავისუფლეს ან კონტრაქტები შეუჩერეს. მათ შორის არიან 15 200 მასწავლებელი და 1500 დეკანი. გარდა ამისა, თურქეთის განათლების უმაღლესმა საბჭომ ყველა მეცნიერს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა.

კომენტარები