ტერორიზმი

ერაყში მომხდარ მორიგ ტერაქტს სულ მცირე 7 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

Reuters-ის ცნობით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მორიგი ტერაქტის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.

თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი ამჯერად დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ააფეთქა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ცნობისთვის, ეს ბოლო ორ დღეში მომხდარი მეორე ტერაქტია. გუშინ ბაღდადში დანაღმული ავტომობილის აფეთქებას სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები