ტერორიზმი

ბაღდადში მომხდარ ტერაქტს სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა

AP Photo

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარ ტერაქტს სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა, 30 კი დაშავდა. დანაღმული ავტომობილი ბაღდადის შიიტურ უბანში აფეთქდა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ტერაქტების შედეგად, ამ თვეში, ერაყში უკვე სამასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

დღეს, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ეშტონ კარტერმა განაცხადა, რომ ერაყში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად დამატებით 560 სამხედროს გაგზავნიან.

კომენტარები