ტერორიზმი

მედინაში, წინასწარმეტყველი მუჰამედის ტაძართან ტერორისტმა თავი აიფეთქა

reuters

თვითმკვლელმა ტერორისტმა მუსლიმების ერთ-ერთ ყველაზე წმინდა ქალაქში, მედინაში, წინასწარმეტყველი მუჰამედის ტაძართან თავი მას შემდეგ აიფეთქა, რაც ის დაცვის თანამშრომლებმა შენიშნეს და გააჩერეს.

მედინაში მომხდარ ტერაქტს დაცვის ოთხი თანამშრომელი ემსხვერპლა, ხუთი ადამიანი კი დაშავდა.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთში გუშინ ორი ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა. პირველი თავდასხმა მოხდა ქალაქ ქატიფში, რომელიც შიიტი მოსახლეობითაა დასახლებული. თავდასხმის ობიექტი შიიტური ტაძარი იყო. თავდამსხმელი დაიღუპა, მაგრამ სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეორე თავდასხმა ქალაქ ჯედაში აშშ-ის საკონსულოსთან მოხდა, სადაც თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. შედეგად, დაცვის ორი თანამშრომელი მსუბუქად დაშავდა.

მომხდარ ტერორისტულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები