აფეთქება სტამბოლში

ჯალაღანია: ჩვენი მოქალაქეების დაშავებულთა შორის ყოფნა კვლავ არ დასტურდება

მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ჩვენი თანამემამულეების დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ყოფნა კვლავ არ დასტურდება. თუმცა, მონაცემებს თქვენ თვითონ ადევნებთ თვალს, როგორ დინამიურად, მყისიერად იცვლება. სამწუხაროდ, დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება. ამიტომ, შეიძლება, ყოველ მომენტში შეცვლილი ინფორმაცია მივიღოთ. ჩვენ ოპერატიულ კავშირზე ვართ. გუშინ სტამბოლში საქართველოს საკონსულოს დახმარებით და საქართველოს პრემიერმინისტრის უშუალო მითითებით, 100-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე, რომლებიც დარჩნენ და ვერ მოახერხეს ვერც გამოფრენა და დამოუკიდებლად გადაადგილება, განთავსდა სასტუმროებში. მათგან დაახლოებით 60 ადამიანს ავუნაზღაურეთ სასტუმროში ცხოვრების ხარჯები.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია თურქეთში მომხდარი ტერაქტის შედეგებზე.

კომენტარები