აფეთქება სტამბოლში

სტამბოლში ტერაქტებთან სავარაუდო კავშირის ბრალდებით 13 პირი დააკავეს

AP

Reuters-ის ცნობით, სტამბოლში ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან სავარაუდო კავშირის ბრალდებით 13 პირი დააკავეს. სააგენტო ამ ინფორმაციას ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, დაკავებულთა შორის სამი უცხოელია.

თურქულმა პოლიციამ ე.წ. რეიდები სტამბოლის ერთდროულად 16 რეგიონში ჩაატარა.

უკანასკნელი ცნობებით, სტამბოლის ტერაქტს 42 ადამიანი ემსხვერპლა, 238 კი დაშავდა.

კომენტარები