აფეთქება სტამბოლში

თურქეთის პრემიერი: გამოძიების პირველადი ცნობებით, ტერაქტზე პასუხისმგებელი ISIS-ია

ბინალი ილდირიმი
Getty Images

თურქეთის პრემიერის ბინალი ილდირიმის თქმით, გამოძიების პირველადი შედეგები აჩვენებს, რომ სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ იყო ორგანიზებული.

ამას გარდა, ტერაქტთან ISIS-ის კავშირს ხედავს ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის ჯონ ბრენანი. მისი თქმით, სტამბოლის ტერაქტში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ხელწერა აშკარაა.

უკანასკნელი ცნობებით, სტამბოლის ათათურქის აეროპორტის ტერაქტს 42 ადამიანი ემსხვერპლა, 238 კი დაშავდა.

კომენტარები