გიგა ოთხოზორიას მკვლელობა

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულს შინაპატიმრობა შეუფარდეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო სამხედრო სასამართლომ ადგილობრივი პროკურატურის მოთხოვნა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის რაშიდ კანჯი ოღლისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ არ დააკმაყოფილა. საინფორმაციო სააგენტო ABKHAZINFORM-ი აფხაზეთის ე.წ პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ რაშიდ კანჯი ოღლის მხოლოდ შინაპატიმრობა შეეფარდა.

2016 წლის 19 მაისს გიგა ოთხოზორია რუსმა ე.წ. მესაზღვრემ სოფელ ხურჩაში მოკლა. მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლია. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაიწყო. მას დაუსწრებლად პატიმრობა აქვს შეფარდებული. რაშიდ კანჯის ბრალი დე-ფაქტო აფხაზეთმაც განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგინა.

კომენტარები