ინტერპოლით ძებნილის დაკავება

შსს: დაკავებულია კიევის ინტერპოლის მიერ ძებნილი უკრაინის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინინისტროს ინფორმაციით, თბილისის ინტერპოლისა და ქვემო ქართლის სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართულებით გასვლისას, კიევის ინტერპოლის მიერ 10.12.2015 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი უკრაინის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული დილგამ ბ. დააკავეს.

"დიგლამ ბ.-ს ბრალი ედება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 121-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ამ დროისთვის დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს" - აცხადებენ უწყებაში.

 

კომენტარები