გაზპრომი

ბაქრაძე გაზპრომზე: დივერსიფიცირება მეგობრების მიტოვება და მტერთან მისვლა არაა

საქართველოს ენერგოგანვითარება უნდა გაგრძელდეს დასავლეთისა და აღმოსავლეთის მიმართულებით და არამხოლოდ ჩრდილოეთითა და სამხრეთით. შეიძლება იყო რუსეთისთვის ტრანზიტის როლის შემსრულებელი, მაგრამ თუ ხარ რუსეთზე ენერგოდამოკიდებული, ეს უნდა შეცვალო. ჩვენ ასეც მოვიქეცით. გასაგებია, თუ რატომ იყო ქართული საზოგადოება მგრძნობიარე გაზპრომთან მოლაპარაკებების საკითხის მიმართ. მთავრობამ დაიწყო დიალოგი და ის არ იყო გამჭვირვალე, არ იყო დასახელებული მიზეზი. მოლაპარაკებები ყოველთვის დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, მაგრამ როდესაც საქმე მგრძნობიარე საკითხებს ეხება, საზოგადოებას უნდა აუხსნა, რაზე ელაპარაკები მხარეს. მიზეზი, რომელიც დასახელდა, დამაჯერებელი არ იყო. ითქვა, რომ მთელი ევროპა ახდენს დივერსიფიცირებას, მაგრამ დივერსიფიცირება არ ნიშნავს მეგობრები მიატოვო და მტერთან მიხვიდე

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე გაზპრომზე

კომენტარები