ტერორიზმი

თურქეთში მორიგ აფეთქებას მინიმუმ 3 ადამიანი ემსხვერპლა

NTV

თურქეთის ქალაქ მიდიათში პოლიციის განყოფილებასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. შედეგად, მინიმუმ 3 ადამიანი დაიღუპა, 30-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულთა შორის 1 პოლიციელია.

აფეთქებას სამართალდამცავებსა და თავდამსხმელებს შორის სროლა მოჰყვა. ადგილზე მობილიზებულია უშიშროების ძალების დამატებითი ქვედანაყოფები.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა თურქეთის პრემიერმინისტრი პასუხისმგებლობას ქურთისტანის მუშათა პარტიას აკისრებს.

აღსანიშნავია, რომ მარდინის რეგიონში სამთავრობო ძალებისა და ქურთი სეპარატისტების ბრძოლა მიმდინარეობს.

კომენტარები