ტერორიზმი

სტამბოლში დანაღმული ავტომობილის აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

სტამბოლის გუბერნატორის ვასიპ შაჰინის თქმით, სტამბოლში მომხდარ აფეთქებას მინიმუმ 11 ადამიანი ემსხვერპლა, 36 კი დაშავდა. მისივე თქმით, დაღუპულთა შორის 7 პოლიციელია.

ტერაქტი სტამბოლის ცენტრალურ რაიონ ბეიაზიტ ვეზნეჯილერში მოხდა, სადაც ჯერ დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, შემდეგ კი, რამდენიმე გასროლის ხმა გაისმა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ტერორისტების სამიზნე პოლიციის ავტობუსი იყო.

მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, ხელისუფლების ვარაუდით, ტერაქტის უკან ქურთი მებრძოლები უნდა იდგნენ.

კომენტარები