ტერორიზმი

ყაზახეთში ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი დონეა გამოცხადებული

aktobe_online

ყაზახეთის ხელისუფლებამ ქალაქ აქტობეში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი, წითელი დონე გამოაცხადა.

ხელისუფლება ქალაქის მცხოვრებლებს აფრთხილებს, რომ დარჩნენ შინ და არ იმოძრაონ ქალაქში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამეორებითი თავდასხმების საშიშროების გამოა გამოცხადებული. მათივე ცნობით, ქალაქში არ იჭერს ტელეფონები და არ არის ინტერნეტი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ყაზახეთში, ქალაქ აქტობეს საომარ ნაწილში შეიარაღებულ თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა, შემთხვევის დროს დაიჭრა 10 ადამიანი. უცნობი პირები იარაღის ორ მაღაზიას და სამხედრო ნაწილს თავს დაესხნენ.

სამართალდამცავებმა 4 დამნაშავე მოკლეს, 7 კი დააკავეს.

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდასხმები რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების მიმდევრებმა განახორციელეს.

კომენტარები