კორცხელის ინციდენტი

კორცხელის ინციდენტში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს იმსჯელებენ

კორცხელში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ზუგდიდის სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროკურატურა ექვსივე ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას სოფელ კორცხელში ძალადობრივი ინციდენტი მოხდა, რა დროსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და პარტიის მხარდამჭერებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტში მონაწილე პირების ნაწილს ბრალი ხულიგნობის მუხლით წარუდგინეს.

კომენტარები