კორცხელის ინციდენტი

აბესაძე: ხალხს სჭირდება პრობლემების მოგვარება, რაც ძალადობით ვერ შეიცვლება

ხელისუფლების არაერთმა უმაღლესი თანამდებობის პირმა დაადასტურა უკვე, რომ კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები ქართული ოცნების აქტივისტები არიან. ისინი თავად ხელისუფლებამ ჩაიყვანა პოლიტიკურ ოპონენტებთან ფიზიკური დაპირისპირებისთვის. სწორედ ამიტომ, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ისინი დღეს დასჯილები არ არიან. ეს ქმნის იმის შესაძლებლობას და საფრთხეს, რომ მომავალშიც განმეორდეს ფიზიკური დაპირისპირება კამპანიის განმავლობაში. სინამდვილეში ხელისუფლებამ წააგო არჩევნები კორცხელში და ხელისუფლება არჩევნებს წააგებს საქართველოშიც, ვინაიდან არანაირი ფიზიკურ ძალადობას არ შეუძლია გადაძალოს ის გაჭირვება, ის უიმედობა, რომელიც ქართულ მოსახლეობაშია. ამ ადამიანებს სჭირდებათ პრობლემების მოგვარება, რომლის ძალადობით შეცვლა არის შეუძლებელი. რაც შეეხება კახი კალაძეს და ქართული ოცნების უმაღლესი თანამდებობის პირებს, რა თქმა უნდა, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება მაშინ, როდესაც ობიექტურად მოხდება საკითხის გამოძიება. დღეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ გამოძიება არ შედგეს, რომ ხელი დააფაროს ამ ინციდენტში მონაწილე საკუთარ პოლიტიკურ აქტივისტებს, თუმცა, 8 ოქტომბრის არჩევნებში მათ ნამდვილად არ უშველით არც სპორტსმენების ძალადობა და არც კახი კალაძის შტაბის უფროსობა, რომლის მთავარი მიმართულება პოლიტიკური ოპონენტების დევნაა და არა ნორმალური საარჩევნო კამპანიის ჩატარება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ირაკლი აბესაძე ეკა მიშველაძის განცხადებაზე, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით.

კომენტარები