კორცხელის ინციდენტი

კობახიძე: პრეზიდენტის განცხადება კალაძეზე არაეთიკური და არაკორექტულია

ქართული ოცნების შტაბს დღეს ხელმძღვანელობენ იგივე ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ 2013 წელს, მათ შორის, კახა კალაძეც იყო ის ადმიანი, რომელიც პრეზიდენტს დაყვებოდა ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ და ძალიან კარგად იცის გიორგი მარგველაშვილმა ის, თუ რა ღირებულებების მატარებელია კახა კალაძე და რა მიზნები ამოძრავებს ას როგორც პოლიტიკაში, ასევე ზოგადად, ცხოვრებაში. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პრეზიდენტის ეს განცხადება, რბილად რომ ვთქვათ, არის არაეთიკური და არაკორექტული. ძალიან კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს დაესვა კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იყო ბოკერიასა და მელის როლი კორცხელის ინციდენტისა და პროვოკაციის წამოწყების დროს.

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივანი პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებაზე, რომელშიც ნათვქამი იყო, რომ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რა კავშირი აქვს კორცხელის ინციდენტთან კახა კალაძეს.

კომენტარები