ტერორიზმი

სახ.დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

EPA

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპაში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს. სახელმწიფო დეპარტამენტი განსაკუთრებით იმ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომლებიც ევრო 2016-ის პერიოდში საფრანგეთში ყოფნას აპირებენ.

"სტადიონები, ფან-ზონები, გასართობი ცენტრები, ადგილები, სადაც მატჩების დიდ ეკრანზე ჩვენება გაიმართება, ტერორისტების პოტენციურ სამიზნეებს წარმოადგენს", - აღნიშნულია განცხადებაში.

თავის მხრივ, მოსალოდნელი საფრთხეების გამო, საფრანგეთმა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა 26 ივლისამდე გაახანგრძლივა.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც შესაძლოა, ტერორისტების პოტენციური სამიზნე შეიძლება გახდეს, პოლონეთია. ქალაქ კრაკოვში, ივლისის ბოლოს ახალგაზრდების საერთაშორისო დღეები გაიმართება და მინიმუმ 2.5 მილიონი ადამიანის სტუმრობა იგეგმება.

კომენტარები