ტერორიზმი

ბაღდადში მომხდარ აფეთქებებს 58 ადამიანი ემსხვერპლა

Reuters

ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი სამი აფეთქების შედეგად, ჯამში, მინიმუმ 58 ადამიანი დაიღუპა, 91 კი დაშავდა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ალ-შააბის უბანში, ბაზრის ტერიტორიაზე თვითმკვლელმა ქალმა ტერორისტმა აიფეთქა თავი, რასაც 38 ადამიანი ემსხვერპლა, 70 კი დაშავდა. მეორე შემთხვევაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ალ-რაშედის ტერიტორიაზე მანქანაში იყო დამონტაჟებული. ამ აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. მესამე აფეთქება ასევე თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო, რომელმაც ბაღდადის ერთ-ერთ გარეუბანში მანქანაში თავი აიფეთქა. ამ შემთხვევამ 16 ადამიანი ემსხვეპლა.

ბოლო 24 საათში ბაღდადში აფეთქებებს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. სამართალდამცველები აფეთქებებს ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს უკავშირებენ.

კომენტარები