პარტია ქართული ოცნება

კობახიძე: ყრილობაზე არავითარი სიის პრეზენტაცია არ მოხდება

მანანა კობახიძე
ტაბულა

პარლამენტის ვიცესპიკერის მანანა კობახიძის ინფორმაციით, პარტია ქართული ოცნების ხვალინდელ ყრილობაზე მხოლოდ პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას აირჩევენ და საარჩევნო სიის პრეზენტაცია არ მოხდება.

კობახიძის ინფორმაციით, პოლიტსაბჭოს შემადგენლობაზე მუშაობდა პარტიის პოლიტსაბჭო და პარტიის ლიდერი, რომელსაც თავმჯდომარედ აირჩევენ. "ხაზი უნდა გავუსვა, რომ ხვალ ყრილობაზე არავითარი სიის პრეზენტაცია არ მოხდება, არავითარი კანდიდატების დასახელებაც. ეს იქნება საარჩევნო კამპანიის ნაწილი. რაც შეეხება ყოფილ პრემიერს, ის პოლიტსაბჭოს ფორმირებაში ჩართული არ იყო", - თქვა კობახიძემ.

კომენტარები