30 მაისს 17:30 საათზე, ქუთაისის მერიის წინ გაიმართება საპროტესტო აქცია, ქუთაისის საკრებულოს ქართული ოცნება-კონსერვატორების თავჯდომარის, ნანა კოსტავას გადაყენების მოთხოვნით.
ნანა კოსტავამ Facebook-ზე იმ გოგოს ვიდეო გააზიარა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს არასრულწლოვანი და დაეღუპა და დააწერა: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!"
მის პოსტს სოციალურ ქსელში საზოგადოების აღშფოთება და მწვავე კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც მან პოსტი წაშალა და შემდეგ ბოდიში მოიხადა. მისი თქმით, მან არ იცოდა ტრაგედიის შესახებ, თუმცა, სააგენტო On.ge-ისთან საუბრისას, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ "ბოროტმა ძალებმა გოგოს სამაგიერო გადაუხადეს". მან ასევე წაშალა პოსტი, სადაც ბოდიში მოიხადა.
წარსულში, ოცნების დეპუტატი ასევე ნიშნის მოგებით წერდა მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების შესახებაც.
2017 წლის 23 თებერვალს, მაშინ, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ტელეწამყვან მაია ასათიანს შვილი დაეღუპა, კოსტავამ დაახლოებით, იმავე შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა, რაც დღეს.
"შვილის დაკარგვა დიდი უბედურებაა. ვინც ზნეობის დაცვის სადარაჯოზე არ დგას, უფალი ყოველთვის მოუვლენს განსაცდელს გამოსაფხიზლებლად," - წერდა კოსტავა.
"დღეს, 30 მაისს, ვიკრიბებით 17:30 საათზე, ქუთაისის მერიის წინ, რათა გავაპროტესტოთ ქართული ოცნებიდან ქუთაისის საკრებულოს წევრის, ნანა კოსტავას ქმედება. როგორც მოგეხსენაბთ, 2019 წლის 26 მაისს, ნინოსხევის ჩანჩქერთან ექსკურსიაზე ყოფნისას მდინარეში ჩავარდა და ტრაგიკულად დაიღუპა 16 წლის მოზარდი სოფი ნიკოლეიშვილი.
2019 წლის 28 მაისს, ქუთაისის საკრებულოს წევრმა, ქართული ოცნებიდან - ნანა კოსტავამ ფეისბუქზე, ტრაგიკულად გარდაცვლილი გოგონას დის, სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!"- წერია აქციის აღწერაში.