პარტია ქართული ოცნება

თამაზ მეჭიაური შესაძლოა, ქართული ოცნების ყრილობას არ დაესწროს

თამაზ მეჭიაური
ტაბულა

ქართული ოცნების წევრი თამაზ მეჭიაური შესაძლოა, პარტიის ხვალინდელ ყრილობას არ დაესწროს. "ვიფიქრებ, არ ვიცი, არ გადამიწყვეტია", - ასე პასუხობს დეპუტატი ჟურნალისტების კითხვას, დაესწრება თუ არა პარტიულ შეკრებას.

თამაზ მეჭიაურის თქმით, მან მოსაწვევი მიიღო, თუმცა, მოგვიანებით პარტიიდან შეცვლილი ტექსტი მესიჯით გაუგზავნეს, სადაც წერია, "რომ პარლამენტის წევრები, რომლებიც არიან ქართული ოცნების წევრები, არიან უკვე დელეგატები."

დეპუტატი ასევე აღნიშნავს, რომ პარტიის დატოვებაზე მას შემდეგ იფიქრებს, რაც პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციებს გაივლის. "უბრალოდ, ეტიკეტს ვიცავ და ორივეს ვხვდები“,- ამბობს მეჭიაური.

კომენტარები