NATO-საქართველო

მეჭიაური: პრემიერი მთლად დარწმუნებული არაა, რომ არჩეული კურსი სწორია

ძალიან დიდ პატივს ვცემ პრემიერს, პატივს ვცემ მის ხედვებსაც იმიტომ, რომ გონიერი კაცია. რაც შეეხება მის შეფასებას, მგონია, რომ მთლად დარწმუნებული ისიც არაა, რომ ეს კურსი სწორია. ამის ფიქრის საფუძველს მაძლევს ის განწყობები, რომელიც მოსახლეობაშია. ხელისუფლების კურსი უნდა ასახავდეს იმ ნებას, რაც მოსახლეობას გააჩნია. თავის დროზე რეფერენდუმი თუ პლებისციტი რომ ჩატარდა NATO-სთან მიმართებით, რატომღაც ყველა ცდილობს, რომ აუაროს გვერდი ერთ ფაქტს - იმ პერიოდში ყველა იძახდა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული და გამოსვლებითაც აღინიშნა ეს ყველაფერი. რატომღაც არავის არ დაუყენებია ეჭვქვეშ იმავე არჩევნების მეორე ნაწილი - ესეც ხომ არ იყო გაყალბებული. NATO-სკენ კი ვისწრაფით, მაგრამ სურვილები იქითა მხრიდან ისეთივე არ არის, როგორიც ჩვენი მხრიდან. მხედველობაში მაქვს წამყვანი ქვეყნები, NATO-ს წამყვანი ძალა უკვე ღიად არიდებს თავს ჩვენი და უკრაინის მიღებას იმ პრობლემებიანად, რომლებიც გვაქვს. ჩვენ უნდა ვთქვათ უარი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემის მათთვის გადაცემაზე და ამ პრობლემების გარეშე უნდა შევიდეთ. თუ არის ხელისუფლება იმისთვის მზად, რომ ეს ღიად უთხრას მოსახლეობას? რომ ერთადერთი გზა NATO-ში შესვლის არის უარის თქმა სამაჩაბლოსა და აფხაზეთზე და ამის შემდეგ მიიღებს მხარდაჭერას, ეს სხვა თემაა. მგონია, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია ის ბერკეტები, რომ აიძულოს NATO, ჩვენი პრობლემებიანად მიგვიღოს. თუ არ გააჩნია, მაშინ რატომ არის ჩემი განცხადება აცდენა იმ ხედვასთან, იმ გაცხადებულ კურსთან, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია? მაშინ მთავრობას არ გააჩნია ზუსტად ის კურსი, რა განწყობაც მოსახლეობაშია. არ არის გამორიცხული, სჯობდეს, რომ კიდევ ერთხელ ჩატარდეს პლებისციტი ამ საკითხთან დაკავშირებით.

დეპუტატი თამაზ მეჭიაური.

კომენტარები