NATO-საქართველო

შარმანაშვილი NATO-ზე: უმადურია, დიახ

ოპერაციებში მონაწილე ქვეყნების უმეტესობას შტაბიდან ცხვირი არ გამოუყვია და ავღანეთსა და სხვა ასეთ ცხელ წერტილებში, ოპერაციებში მხოლოდ ფორმალურად მონაწილეობდნენ მაშინ, როცა 100-ობით ქართველი ჯარისკაცი დასახიჩრდა და მსხვერპლიც საკმაოდ დიდი გვაქვს [...] ასე რომ, მარკ რუტეს ამ განცხადებას ვუპასუხებდი, რომ განაცხადი კი არ გვაქვს გაკეთებული, სისხლით დაწერილი განაცხადი გვაქვს გაკეთებული. და ამას თუ არ გაითვალისწინებენ, ეს ძალიან უსამართლო საქციელი იქნება [...]

მათ აქ რევოლუციების მოხდენა აქვთ მიზნად დასახული, ჩვენ ამაში ვერ ავყვებით. ჩვენი საქმიანობის შედეგად მათი ძალისხმევა კი არ ჩაიყარა წყალში, მათ ძალისხმევას NATO-ს ხელმძღვანელობა ყრის წყალში. უმადურია, დიახ.

ასე გამოეხმაურა ივანიშვილის დეპუტატი, თერნგიზ შარმანაშვილი NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებას საქართველოს შესახებ.

კომენტარები