NATO-საქართველო

მეჭიაური: NATO-ში შესვლას ამ მოცემულობით მხარს არ ვუჭერ

NATO-ში შესვლას ამ მოცემულობით მხარს არ ვუჭერ იმიტომ, რომ დღევანდელი მოცემულობით არავინ მიგვიღებს ჩვენ ამ პრობლემებიანად, თუ უარს არ ვიტყვით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ანუ სამაჩაბლოს დაბრუნებაზე. ამერიკის ელჩი NATO-ში ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში არ იგეგმება NATO-ს გაფართოება. თუ ვიცით, რომ არ მოხდება, რა გვინდა ახლა ჩვენ? თუ მოვითხოვთ NATO-სგან, რომ დაგვიბრუნოს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, ამით მან უნდა გადადგას, ფაქტობრივად, ის ნაბიჯი, რომ ომი გამოუცხადოს რუსეთს. ახლა მითხარით, რომელი ქვეყანაა მზად ამისათვის? მიმაჩნია, რომ ეს საფრთხის მატარებელია. შეიარაღებას ამერიკაც მოგვცემს და რუსეთიც. თანამშრომლობა ერთია და მხარედ ყოფნა - მეორე. თუ ჩვენი ქვეყნისთვის საჭირო იქნება, საიდანაც გინდათ, იქიდან ვიყიდოთ იარაღი. რა მნიშვნელობა აქვს, ვისგან ვიყიდით? რომელი ქვეყანაც გამოადგება ამ საქმეს, მზად ვარ, ნებისმიერთან ვითანამშრომლო. ვერც ამერიკული იარაღით დაამარცხებ დღეს რუსეთს და ვერც რუსულით.

ქართული ოცნების წევრი თამაზ მეჭიაური.

კომენტარები