თბილისი

საქსტატი: თბილისის მოსახლეობა მაქსიმალური 1989 წელს იყო

forum.ge

საქსტატის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, საქართველოს დედაქალაქის მოსახლეობის რიცხვოვნობა მაქსიმალური 1989 წელს იყო. 2014 საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, თბილისის მოსახლეობამ 1 108 717 კაცი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის აღწერასთან შედარებით 2,5 პროცენტით მეტია. მატება ძირითადად განპირობებულია მცხეთისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სოფლის ტიპის დასახლებების თბილისთან შემოერთებით. თუმცა თბილისის ისტორიაში ყველაზე მეტი მცხოვრები 1989 წლის აღწერით დაფიქსირდა.

თბილისის მოსახლეობის დინამიკა 1897-2014 წლების მონაკვეთში ასე შეიცვალა:


ფოტო: ტაბულა

თბილისთან ერთად, საქართველოს მოსახლეობის მაქსიმალური რაოდენობაც 1989 წელს დაფიქსირდა. ამ აღწერით საქართველოს მოსახლეობა 5 443 000 ადამიანს შეადგენდა, 2002 წლის აღწერით - 4 601 500-ს, 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგებით კი, 3 713 804-ს. 

 

კომენტარები