მოსახლეობის რაოდენობა

რეგიონების ათეული, რომლებშიც მოსახლეობა ყველაზე მეტად შემცირდა

მაღალმთიანი რაჭა
georgia.travel

საქართველოს მოსახლეობა 3 713 804 ადამიანს შეადგენს, რაც 2002 წელთან შედარებით 15%-ით ანუ 657 731 ადამიანით ნაკლებია. საყოველთაო აღწერის მონაცემებით, ყველაზე მეტად - 37%-ით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მოსახლეობა არის შემცირებული, დღეისთვის ამ რეგიონში მხოლოდ 32 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის შემცირება შიდა და გარე მიგრაციამ და სიკვდილიანობის ზრდამ გამოიწვია. 

რეგიონების მიხედვით, მოსახლეობის კლების მაჩვენებლები ასე გადანაწილდა:

  1. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვნაეთი - კლება 37.4%
  2. სამეგრელო ზემო სვანეთი - კლება 29%
  3. მცხეთა-მთიანეთი - კლება 24.8
  4. იმერეთი - კლება 23.4%
  5. სამცხე-ჯავახეთი - კლება 22.8%
  6. კახეთი - კლება 21.6%
  7. გურია - კლება 21%
  8. შიდა ქართლი - კლება 15.7%
  9. ქვემო ქართლი - 14.6%
  10. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა - კლება 10.6%

რეგიონებიდან 2002 წელთან შედარებით, მოსახლეობის 2.5%-იანი ზრდა მხოლოდ თბილისში ფიქსირდება. 

რეგიონების მიხედვით კი მოსახლეობა ასე ნაწილდება:

  1. თბილისი - 1.1 მილიონი მცხოვრები
  2. იმერეთი - 533 ათასი მცხოვრები
  3. ქვემო ქართლი - 423 ათასი მცხოვრები
  4. აჭარის ა.რ. - 333 ათასი მცხოვრები
  5. სამეგრელო-ზემო სვანეთი - 330 ათასი მცხოვრები
  6. კახეთი - 318 ათასი მცხოვრები
  7. შიდა ქართლი - 263 ათასი მცხოვრები
  8. სამცხე- ჯავახეთი - 160 ათასი მცხოვრები
  9. გურია - 113 ათასი მცხოვრები
  10. მცხეთა-მთიანეთი - 94 ათასი მცხოვრები
  11. რაჭა-კლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 32 ათასი მცხოვრები

საქართველოში წინა აღწერასთან სედარებით მოსახლეობის საშუალო ასაკი 2 წლით გაიზარდა და მან 38 წელი შეადგინა. რეგიონების მიხედვით ყველაზე დაბალი საშუალო ასაკი აჭარაშია და ის 35 წელს შეადგენს, ყველაზე მაღალი საშუალო ასაკი კი მოსახლეობის დაბერებისა და მიგრაციის გამო რაჭაში ფიქსირდება და ის 48 წელს შეადგენს. 

კომენტარები