მოსახლეობის რაოდენობა

საქსტატი: დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3 713 804-ია

yalt.crcna.org/

საქსტატმა დღეს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის დაზუსტებული შედეგების პრეზენტაცია გამართა, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობა 3 713 804 ადამიანს შეადგენს. რაც წინა, 2002 წლის აღწერის (4 371 535) შედეგთან შედარებით 15%-ით (657 731) ნაკლებია. ქალაქებში ამ მოსახლეობის 57% ცხოვრობს, 42.8% კი სოფლის მცხოვრებია.

საქსტატის ცნობით, 2014 წლის აღწერის შედეგებით, ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 2 122 623, ხოლო სოფლის მოსახლეობამ - 1 591 181 ადამიანი. 2002 წელთან შედარებით ძირითადად შემცირდა სოფლის მოსახლეობა (23.7%), როდესაც იმავე პერიოდში ქალაქის მოსახლეობა შემცირდა 7.1%-ით. შემცირების მთავარი მიზეზებია სოფლიდან ქალაქში მიგრაცია და რეგიონებიდან უცხოეთში მიგრაცია.

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

კომენტარები