მოსახლეობის რაოდენობა

საქსტატი: წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3 729 635-ია

საქსტატი

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3 729 635 შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის აღწერის (4 371 535) შედეგთან შედარებით 14,7%-ით (641 900) ნაკლებია.

საქსტატის ცნობით, 2014 წლის აღწერის შედეგებით, ქალაქის მოსახლეობამ შეადგინა 2 140 126, ხოლო სოფლის მოსახლეობამ - 1 589 509. ძირითადად შემცირდა სოფლის მოსახლეობა (23.8%), როდესაც იმავე პერიოდში ქალაქის მოსახლეობა შემცირდა (6,3%).

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

კომენტარები