მოსახლეობის რაოდენობა

საქსტატი: 2002 წელთან შედარებით, საქართველოს მოსახლეობა 14.7%-ით შემცირდა

საქსტატი

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 2002 წელთან შედარებით 14.7%-ითაა (641 900) შემცირებული. საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.

2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3 729 635 შეადგინა.

აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

კომენტარები