ტერორიზმი

ამერიკის საელჩო თურქეთში საკუთარ მოქალაქეებს ტერაქტების შესახებ აფრთხილებს

Reuters

ამერიკა თურქეთში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს. მათი ცნობით, ტერაქტები ტურისტებით სავსე რეგიონებშია მოსალოდნელი.

"ამერიკის მთავრობა განაგრძობს სანდო ცნობების მიღებას იმის შესახებ, რომ ტერორისტული დაჯგუფებები, თურქეთის პოპულარულ ტურისტულ რეგიონებში ტერაქტებისთვის ხელსაყრელ შესაძლებლობებს ელოდებიან. თურქეთში მყოფი უცხოელები კი ტერორისტების პირდაპირი სამიზნეები არიან", - ეს განცხადება თურქეთში ამერიკის საელჩომ გააკეთა და იქ მყოფ საკუთარ მოქალაქეებს იმეილით გაუგზავნა.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს თურქეთში უკვე 4 ტერაქტი მოხდა. აქედან ორზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო, ორზე კი ქურთების სახალხო პარტიამ.

გასულ თვეში სტამბულში მომხდარ ტერაქტს 3 ისრაელის მოქალაქე, 2 ამერიკის და 1 ირანის მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო იანვარში სტამბოლში მომხდარ ტერაქტს - 12 გერმანიის მოქალაქე. 

კომენტარები