ჩრდილოეთ სირიიდან გასროლილმა რაკეტებმა ოთხი სირიელი დევნილი, მათ შორის სამი ბავშვი იმსხვერპლა თურქეთის საზღვარზე, ქალაქ კილისში. ასევე დაშავდნენ თურქეთის მოქალაქე და ხუთი სხვა სირიელი.
რაკეტები ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაისროლეს. თურქეთმა საპასუხო დარტყმები განახორციელა.
ქალაქ კილისში დაახლოებით 120 000 სირიელი დევნილი ცხოვრობს.





