საქართველოს მთავრობა

პრემიერი: ალბათ, არჩევნებამდე, მთავრობაში ერთი ან რამდენიმე ცვლილება იქნება

რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, ასი დღის განმავლობაში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო ჩავატარეთ. მთავრობაში მუშაობს არაერთი ძალიან ღირსეული ადამიანი, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულეს კონკრეტულ დროში. ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ არჩევნების შემდეგ ან მანამდეც არ მოხდება რაიმე ცვლილება, ასეთი რამე ყოველთვის შეიძლება... რაც შეეხება პიროვნულ ცვლილებებს, არიან უფრო წარმატებული მინისტრები, არიან უფრო ნაკლებად წარმატებული მინისტრები, მაგრამ დღესდღეობით, მე ჩავთვალე, რომ ეს პერიოდი გამევლო მათთან ერთად, კიდევ ერთხელ ვამბობ, არჩევნებამდე მე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ვგეგმავ, სავარაუდოდ, იქნება ერთი ან რამდენიმე ცვლილება, მაგრამ არ მინდა ამაზე მკითხაობა. მე მაქვს ჩემი მოსაზრებები - რომელი მიმართულებაა უფრო წარმატებული, რომელი - უფრო ნაკლებ წარმატებული. დღეს არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, იმიტომ, რომ ჯერჯერობით, ეს გადაწყვეტილება ბოლომდე არ მაქვს მიღებული. ამიტომ ვფიქრობ, არჩევნებამდე იქნება დრო იმისთვის, რომ ამაზე ვიმსჯელოთ.

 

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მედიასთან მიმდინარე შეხვედრაზე.

კომენტარები