ეს შხამიანი, პათოლოგიური, არანორმალური გარემო შექმნა ამ კაცმა და მისი პოლიტიკური მარიონეტების გუნდა. ეს არის მუდმივი ტალახის და სიბინძურის სროლა, რომელიც ყველას აზიანებს, მათ ყველაზე მეტად, იმიტომ, რომ მათ ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა აქვთ, მაგრამ ჯამში მთელს ვითარებას წამლავენ. როცა ასეთი ხალხი მოდის ასპარეზზე, ეს მძიმე კვალს ასვამს მთელს პოლიტიკურ ცხოვრებას, ამიტომ არის საკვანძო ოქტომბრის არჩევნები. ჩვენ უნდა დავდგეთ გაუმჯობესებული განვითარების გზაზე, სადაც პოლიტიკური ცხოვრება არ იქნება მუდმივი სიბინძურის, შხამის, ასეთი საბჭოთა და საზოგადოებისთვის ძალიან საშიში მეთოდების გამოყენების ყოველდღიური არე. ეს ხალხი არიან ისინი, ვინც შეძლო, რომ დაეზიანებინათ მოწინააღმდეგეები, ოღონდ საკუთარი სუიციდის ხარჯზე. ეს ციფრები არის პოლიტიკური თვითმკვლელობა. შეგვიძლია, პარალელი გავავლოთ შევარდნაძის პერიოდთან, რა ციფრებიც მახსენდება, ვარდების რევოლუციის წინ, ოღონდ ამჯერად საზოგადოება წინ წავიდა და არანაირი რევოლუცია არ უნდა იყოს. ამას წერტილი უნდა დავუსვათ დემოკრატიული არჩევნების გზით და დავიწყოთ მუშაობა სწრაფად იმაზე, რომ ამოვქაჩოთ რაც დავკარგეთ და წავიდეთ წინ
tbl.ge/y75
დაკოპირდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




