კოალიცია დამოუკიდებელი და თავისუფალი მართლმსაჯულებისთვის ახალ კამპანიას იწყებს, სახელწოდებით - სამართალი ითხოვს. არასამთავრობოები სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებს აპროტესტებენ.
კოალიციას სამი ძირითადი მოთხოვნა აქვს - შეიცვალოს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის წესი; დაჩქარდეს საქმეთა ელექტრონული განაწილების შემოღება სასამართლოებში; მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შემთხვევაში, ყველაფერი გამჭვირვალე იყოს.
"საჭიროა საწრაფო, ეფექტური და უკომპრომისო ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს მართული სასამართლოს პრობლემას", - ამბობს საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი.
ახალი კამპანიის პრეზენტაციას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრებიან მთავრობის წარმომადგენლები და კანონმდებლები. კონკრეტული ქმედებების შესახებ კი, მოგვიანებით გახდება ცნობილი.





