ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივნის სერგო რატიანის თქმით, NDI-ის კვლევები ადასტურებს, რომ ქვეყნის მოსახლეობისთვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას ეკონომიკური კრიზისი წარმოადგენს.
"მოსახლეობას ძალიან ზუსტად აქვს გაცნობიერებული, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი მთავრობამ შექმნა, ამას გამოკითხულთა 81% ადასტურებს. ასევე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოკითხულთა 42%-ის აზრით, მათი მდგომარეობა 2012 წლის შემდეგ გაუარესდა და 47%-ის აზრით კი, სტაგნაციაა.
საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ეკონომიკური კრიზისის სიმწვავის გამო, სამეულიდან ნაციონალური პრობლემა - ტერიტორიული მთლიანობა გამქრალია", - თქვა რატიანმა.





