NDI-ის კვლევა

NDI: 58% არაა დარწმუნებული, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული  კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 58% ამბობს, რომ არ არის დარწმუნებული, შეძლებს თუ არა მთავრობა ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებას, 33% კი დარწმუნებულია, რომ შეძლებს. 9% ამბობს, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ იცის.

ეს მაჩვენებელი 2023 წლის მარტის კვლევის შედეგთან შედარებით 8 პროცენტით გაზრდილია – მარტში 50%-ს ეპარებოდა ეჭვი, რომ მთავრობა ეკონომიკურ პრობლემებს გაუმკლავდებოდა.

კვლევა პირისპირი ინტერვიუს მეთოდით ჩატარდა. სამუშაოები 2023 წლის 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე მიმდინარეობდა და 2 068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს (28% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2.2%-ია (ცდომილების ზღვარი პასუხის მიხედვით იცვლება). ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

კომენტარები