NDI-ის კვლევა

NDI: მეტი სარგებელი ევროინტეგრაციას ექნება - 56%, რუსეთს - 27%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) 2016 წლის მარტის საზოგადოებრივი კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. გამოკითხულთა 56% ფიქრობს, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, 27% კი თვლის, რომ ევროინტეგრაციაზე უარის თქმა და რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბება მოუტანს ქვეყანას სარგებელს.

შედარებისთვის, 2015 წლის აგვისტოს კვლევაში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციით მეტი სარგებლის მიღებაზე 45% ფიქრობდა, რუსეთისკენ კი 30% იხრებოდა. თუმცა, 2014 წლის აგვისტოს გამოკითხვაში რუსეთისგან მეტი სარგებლის მიღებას 19% ემხრობოდა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები