NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 65% თავს დასაქმებულად არ თვლის

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 65% თავს დასაქმებულად არ თვლის. მათი 43% უმუშევარია და ეძებს სამსახურს, 23% პენსიონერია და არ არის დაინტერესებული სამუშაოთი, 10% - უმუშევარი და დაინტერესებულია სამსახურის პოვნით, მაგრამ ამჟამად არ ეძებს. დაუსაქმებელთა 8% დიასახლისია, 4%-ია სტუდენტი, 2% - შშმ პირი, ხოლო 2% - პენსიონერი, რომელიც ეძებს სამსახურს.

საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო. 

კომენტარები