NDI-ის კვლევა

NDI: ლარის კურსის დაცემის გამო 40% ნაკლებად ყიდულობს იმას, რაც სჭირდება

ტაბულა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) 2016 წლის მარტის საზოგადოებრივი კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. კითხვაზე, დოლართან მიმართებით ლარის კურსის დაცემამ რა გავლენა იქონია თქვენს ოჯახზე, გამოკითხულთა 56% პასუხობს, რომ ახლა საჭირო ნივთებზე ბევრად მეტის დახარჯვა უწევს. 

გამოკითხულთა 40% კი, ლარის კურსის დაცემის გამო ნაკლებად ყიდულობს იმას, რაც სჭირდება.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

კომენტარები