NATO-საქართველო

სესიაშვილი NATO-ზე: ეს მეჭიაურის პირადი მოსაზრებაა

ტაბულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი თამაზ მეჭიაურის ნათქვამს NATO-სთან დაკავშირებით "ცალკეული დეპუტატის მოსაზრებას" უწოდებს.

"ის ინტენსივობა, რაც დღეს გვაქვს NATO-სთან ურთიერთობაში, არასდროს არ გვქონია. თუმცა, ცალკეული დეპუტატების მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები მთლიანად მათი პირადი მოსაზრებაა და ვერანაირად ვერ მოახდენს გავლენას იმ საერთო სახელისუფლებო გადაწყვეტილებაზე, რაც არის ქვეყნის NATO-ში ინტეგრაცია", - თქვა სესიაშვილმა.

თამაზ მეჭიაური არ გამორიცხავს, რომ NATO-ზე უარი თქვას, თუ ალიანსთან ურთიერთობა ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელი იქნება.

კომენტარები