NATO-საქართველო

მეჭიაური: თუ საომარ სიტუაციაში მოვყვები, რატომ არ უნდა ვთქვა NATO-ზე უარი?

თუ ქვეყნის ინტერესისთვის დამაზიანებელი იქნება რომელიმე პოლიტიკური თუ სამხედრო ბლოკი და მასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და ეს საფრთხეს შეუქმნის ჩემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, მის დაცულობას, უარს ვიტყვი ნებისმიერზე, ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იყოს ის. ყველა შეიძლება იყოს. რაც გინდათ თქვით, მე ამას ვიძახი... თვითონ გვეუბნებიან, ვერ მიგიღებთ ჯერო, რატო ატეხეთ ერთი აურზაური? დავეტიოთ ჯერ ევროპაში. მე თუ საომარ სიტუაციაში მოვყვები, რატო არ უნდა ვთქვა უარი? იყო განცხადებები, თურქეთმა განაცხადა, აზერბაიჯანს დავუჭერ მხარსო, ზოგიერთმა განაცხადა, მე იმას ვუჭერ მხარსო... საქართველო მხარე არ შეიძლება იყოს. როგორც კი საქართველო გახდება მხარე, საქართველო შეიძლება დაინგრეს საერთოდ რამდენიმე ნაწილად. ვეღარც NATO გვიშველის მერე და ვეღარც რუსეთი.

ქართული ოცნების დეპუტატი თამაზ მეჭიაური.

კომენტარები