ამნაირი იდეოლოგიის მხარდაჭერა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამნაირი იდეოლოგიის მატარებელი მედიის მხარდაჭერა რისი მანიშნებელი უნდა იყოს? პირველი ვარიანტია, რომ ყველა მსგავსი გამოცემების [გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა] მთავარი მესიჯი არის ის, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ცუდი, საშინელება და არ დავუშვათ, ასე ვთქვათ, რევანში, თორემ თუ ისინი დაბრუნდნენ, ეს უკვე იდეოლოგიური საბურველია - ქართველობას წაგვართმევენ, სადღაც წაგვიყვანენ NATO-ში, მაგრამ სინამდვილეში აქ საუბარია სხვა რამეზე, რომ ხელისუფლებას წაგართმევენ. და რეალურად ეს ხელისუფლების დაკარგვის საფრთხეს ნიშნავს, ანუ ვინც ლანძღავს ნაციონალურ მოძრაობას, შემდეგ მას ხელ-ფეხი ეხსნება ყველანაირი ქმედებისათვის - აშკარა პრორუსულობა, NATO-ს მოწინააღმდეგეობა და ა.შ. სინამდვილეში, ესენი არ აღიქმებიან არც საკუთარი პარტიის, არც ქვეყნის მტრებად. ანუ პრიორიტეტი არის არა ქვეყნის კურსი და ქვეყნის მომავალი, არამედ შიდა პოლიტიკური ბრძოლა და ამ ბრძოლაში ისინი აღიქმებიან, როგორც მოკავშირეები. თუ ეს არ არის, მაგრამ ესეც არის, და არის უფრო მნიშვნელოვანი, მაშინ გამოდის, რომ ეს ხელისუფლება არ არის დემოკრატიული და პროდასავლური იდეების მიმდევარი და სწორედ ეს არის ის ჯგუფი, რომელიც ჩვენ კოლექტიური პორტრეტის სახით ვიხილეთ, რომელსაც, ერთი მხრივ, ყველა მიმართულებით მართავს ივანიშვილი, მაგრამ, მეორე მხრივ, იგი განიცდის ამ ადამიანებისა და ამ მსოფლმხედველობის ზეგავლენას
tbl.ge/2f
დაკოპირდა

ეკონომისტი რომან გოცირიძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




