ქვეყანას რაც მოერგება, ის უნდა გავაკეთოთ. ჩვენ პოლიტიკა უნდა განვიხილოთ დინამიკაში და არა სტატისტიკაში. მარადიული არც მტრები არსებობენ, არც მოყვარეები. თვითონ გვეუბნებიან ყველა. რა, არ გვეუბნებიან? რომ - მოილაპარაკეთ ყველასთან. მიმაჩნია, რომ ნეიტრალიტეტი უფრო მიამიტი მიდგომაა, მაგრამ მე ვიძახი - თუ დალაგდა სიტუაცია ისე, რომ ეს [NATO-ზე უარის თქმა] არის გამოსავალი, მხოლოდ რაღაც ახირების გამო... თუ NATO გახდება საფრთხე ჩემი ქვეყნისთვის, მე შევეცდები, გადავხედო ჩემ წილად... თუ ვხედავ რომ საფრთხეა NATO, მაინცდამაინც, ის, რომ ჩვენი ისტორიული არჩევანია? ევროპა კი ბატონო, მაგრამ რომელი ჩვენი მეფე გინახავთ, რომ გიბრალტარში გაჭედილიყოს... ევროპაში რამენაირად დავეტიოთ ჯერ. პარალელურად, როცა ვეუბნებიან, რომ ჯერ არ გვცალია ბატონო თქვენთვის, მოდი რა, ნუ ვაღიზიანებთ ნურავის... ჩემწილად მე მზად ვარ [NATO-ზე უარი ვთქვა] თუ ჩემი ქვეყნის ინტერესს დაუპირისპირდება. ჩემთვის ამოსავალი არის ჩემი ქვეყანა და NATO-ც, ყველაფერიც არის ამის მიზნის მიღწევის საშუალება. ზოგიერთს უნდა, ოღონდ NATO იყოს და გინდაც პატარა ნაგლეჯი დავიტოვოთ ქვეყნის. აი, ამ პატარა ნაგლეჯზე რაღაც პოლიტიკურმა ჯგუფმა თავისი გავლენა შეინარჩუნოს NATO-ს საფარქვეშ და დანარჩენი დაქცეულა ყველაფერი გარშემო.
tbl.ge/2b
დაკოპირდა

დეპუტატი თამაზ მეჭიაური კავკასიის ეთერში, გადაცემა ბარიერში.
ამავე თემაზე
- სტოლტენბერგი: სტრასბურგის გადაწყვეტილება მხოლოდ აძლიერებს ჩვენს მოწოდებას რუსეთის მიმართ
- 22 იანვარს NATO-ს გენერალური მდივანი სალომე ზურაბიშვილს შეხვდება
- ბრაიზა ანაკლიის პორტზე: ბევრს სურს საქართველო ნატოში, ასეთი უკუსვლა საქმეს აფუჭებს
- ბრაიზა: საქართველო უკვე უნდა იყოს NATO-ს წევრი
- სტოლტენბერგი: NATO-საქართველოს განახლებული პაკეტი შეთანხმდა