ტერორიზმი

Sky News: თურქეთში ტერაქტების ახალი ტალღაა მოსალოდნელი

Sky News-ის ინფორმაციით, ე.წ. ისლამური სახელმწიფო თურქეთში ებრაელი ბავშვების დახოცვას აპირებს. მათივე ინფორმაციით, ტერორისტების სამიზნე თურქეთში მდებარე საბავშვო ბაღები, სკოლები და ახალგაზრდული ცენტრები იქნება.

Sky News-ის ცნობით, მთავარი სამიზნე, სავარაუდოდ, სტამბოლში მდებარე სინაგოგა გახდება, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი ცენტრი და სკოლაც აქვს.

Sky News-ი ინფორმაციას სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, სადაზვერვო სამსახურმა ინფორმაცია ქალაქ გაზიანთეფში დაკავებული ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 6 წევრისგან მოიპოვა. დაზვერვის სამსახურმა გაიგო მოსალოდნელი ტერაქტების ზუსტი თარიღები, თუმცა ამ ინფორმაციას ისინი არ ავრცელებენ.

სამართალდამცველებმა უსაფრთხოების ზომები მთელი თურქეთის მასშტაბით გააძლიერეს.

კომენტარები