ტერორიზმი

იემენში მომხდარ აფეთქებებს სულ მცირე 22 ადამიანი ემსხვერპლა

www.frontpagemag.com

იემენში მომხდარ სამ აფეთქებას სულ მცირე 22 პირი ემსხვერპლა, დაშავებულია ათობით ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებები იემენის ქალაქ ადენში საკონტროლო გამშვებ პუნქტთან მოხდა.

ტერაქტებზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

ისლამური სახელმწიფო იემენში სამთავრობო ძალებისა და ამბოხებული შიიტი ჰუსიტების წინააღმდეგ იბრძვის.

კომენტარები